Saturday, December 21, 2013

მეცხრე დღე

დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, მოვაწყეთ  პრეზენტაციები. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები. ვფიქრობ, რომ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო, დიდ მადლობას ვუხდი თამუნას.

Friday, December 20, 2013

მერვე დღე

გავეცანით კანონებს საავტორო უფლებების შესახებ, ვისწავლეთ დოკუმენტების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა და ბმულების გაბმა მათ შორის.

მეშვიდე დღე

დღეს გავეცანით მეექვსე მოდულს, რაც ითვალისწინებს  დიფერენცირებულ სწავლებას.   შევქმენით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლისთვის საჭირო დავალების შაბლონი.

Friday, December 13, 2013

მეექვსე დღე

ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნასა  და მის საჭიროებაზე.
  გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს,  დავაკვირდით მის შესაბამისობას გეგმასთან და  მასწავლებლის მოლოდინებთან.
    შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ შეფასებაზე მუშაობა.  

მეხუთე დღე


დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ შეფასების სქემებზე,რომელიც დაგვჭირდება პროექტის შესაფასებლად.კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წინა დღეებში მიღებული ცოდნა,გადავხედეთ ჩენი პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე Power Point-ში.

მეოთხე დღე

 ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, გავიგეთ რომ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე დაყრდნობით უნდა დავსახოთ სასწავლო მიზნები, შევადგინოთ გეგმის მონახაზი და შეფასების ფორმები. ასევე გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. 

მესამე დღე

  საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო გავეცანი 2 მოდულის 1 და 2 აქტივობებს.გავეცანით პროექტის გეგმას, განვიხილეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა  მოტივაციის ამაღლებას და პროექტში ჩართულობას.

მეორე დღე

ახალი წელი ახლოვდება, განწყობა მაქვს და პროექტის იდეაც :"ახალი წელი საქართველოსა და მსოფლიოში."
პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ საახალწლო ტრადიციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მოამზადონ და წარადგინონ   პრეზენტაცია.