პროექტებით სწავლება
Saturday, December 21, 2013
მეცხრე დღე
დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, მოვაწყეთ პრეზენტაციები. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები. ვფიქრობ, რომ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო, დიდ მადლობას ვუხდი თამუნას.
Friday, December 20, 2013
მერვე დღე
გავეცანით კანონებს საავტორო უფლებების შესახებ, ვისწავლეთ დოკუმენტების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა და ბმულების გაბმა მათ შორის.
მეშვიდე დღე
დღეს გავეცანით მეექვსე მოდულს, რაც ითვალისწინებს დიფერენცირებულ სწავლებას. შევქმენით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე
მოსწავლისთვის საჭირო დავალების შაბლონი.
Friday, December 13, 2013
მეექვსე დღე
ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნასა და მის საჭიროებაზე.
გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს, დავაკვირდით მის შესაბამისობას გეგმასთან და მასწავლებლის მოლოდინებთან.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ შეფასებაზე მუშაობა.
გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს, დავაკვირდით მის შესაბამისობას გეგმასთან და მასწავლებლის მოლოდინებთან.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ შეფასებაზე მუშაობა.
მეხუთე დღე
დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ შეფასების სქემებზე,რომელიც დაგვჭირდება პროექტის შესაფასებლად.კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წინა დღეებში მიღებული ცოდნა,გადავხედეთ ჩენი პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე Power Point-ში.
მეოთხე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, გავიგეთ რომ სტანდარტით
განსაზღვრულ შედეგებზე დაყრდნობით უნდა დავსახოთ სასწავლო მიზნები,
შევადგინოთ გეგმის მონახაზი და შეფასების ფორმები. ასევე გავეცანით
პროექტის გეგმის შაბლონს.
მესამე დღე
საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო გავეცანი 2 მოდულის 1 და 2
აქტივობებს.გავეცანით პროექტის გეგმას, განვიხილეთ მიმართულების მიმცემ
საკვანძო კითხვებს რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და პროექტში ჩართულობას.
Subscribe to:
Posts (Atom)